• მძღოლ-ექსპედიტორი - ლილო

    შპს "პსპ ფარმა"

  • ლოკაცია:

    თბილისი

  • გამოქვეყნდა:

    30 ოქტომბერი 2026

  • ბოლო ვადა:

    30 ნოემბერი 2026

  • შემოუერთდი PSP ფარმას გუნდს მძღოლი ექსპედიტორის პოზიციაზე

     

    „PSP Pharma“ არის პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანია ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტით. 1994 წლიდან კომპანია უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას. დღეს PSP წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სააფთიაქო ქსელს საქართველოში — 350-ზე მეტი ობიექტით და მილიონობით მომხმარებლით.

    2006 წლიდან PSP აკადემია უზრუნველყოფს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სისტემატურ ტრენინგებს, რაც თანამშრომლებს აძლევს შესაძლებლობას განივითარონ ცოდნა, გაიუმჯობესონ უნარები და განვითარდნენ კარიერულად.

     

    ,,PSP Pharma“  აცხადებს ვაკანსიას მძღოლი ექსპედიტორის პოზიციაზე ქალაქ თბილისში, ლილოს დასახლება.

     

    რატომ PSP ფარმა?

    PSP-ში ფარმაცევტები არიან პაციენტების სანდო პარტნიორები. თითოეული სამუშაო დღე აქ გაძლევს შესაძლებლობას განვითარდე, გაიღრმაო ცოდნა და შეიტანო რეალური ცვლილება ადამიანების ჯანმრთელობაში.

     

    ჩვენ გთავაზობთ:

    • ფიქსირებულ ანაზღაურებას,რაც შეადგენს 1800 ლარს;
    • ჯანმრთელობის დაზღვევას;
    • თანამშრომლებისთვის განსაზღვრულ ფასდაკლებას;
    • კომპანიის მიერ ტრანსპორტირების ხარჯის ანაზღაურებას, პირადი მანქანის გამოყენების შემცვევაში - საწვავის ანაზღაურება.

     

    სამუშაო გრაფიკი

    ·        ორშაბათი - პარასკევი: 08:00 – 17:00; 

     

    ძირითადი პასუხისმგებლობები

    • დადგენილი მარშუტის შესაბამისად, შეკვეთებისა და დოკუმენტაციის ადრესატებისთვის მიწოდება;
    • დოკუმენტაციის სათანადო ფორმით გაფორმების უზრუნველყოფა (ხელმოწერისა და ბეჭდის დაფიქსირება, მყიდველი ორგანიზაციის მხრიდან) და კომპანიის ეგზემპლარების დროული დაბრუნება კომპანიაში;
    • მყიდველი ორგანიზაციების მიერ დაბრუნებული პროდუქციისა და დოკუმენტაციის ტრანსპორტირება, პროდუქციის მიღების განყოფილებაში;
    • სამაცივრე ყუთების ტემპერატურის კონტროლი და დადგენილი სტანდარტების დაცვა;
    • სამაცივრე პროდუქციის ტრანსპორტირებისას შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა;
    • შეფუთული და შემოწმებული პროდუქციის სატრანსპორტო საშუალებაში განთავსება და სწორად გადანაწილების პროცესში მონაწილეობა.

     

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები

    ·        მართვის მოწმობა - B, C კატეგორია;

    ·        მძღოლად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება.

     

    პიროვნული უნარები

    • ეფექტური კომუნიკაცია;
    • დეტალებზე ორიენტირებულობა;
    • პუნქტუალობა;
    • თავაზიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

     

     

    დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ განაცხადის ფორმა, ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV და მიუთითოთ კონკრეტული რეგიონი. განაცხადის დასასრულებლად დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“. 

ზოგადი ინფორმაცია

განათლება

მართვის მოწმობა

CV ატვირთვა (არასავალდებულო)

Drag and drop a file here or click

Ooops, something wrong appended.

    Drag and drop or click to replace

    პირადი ინფორმაციის დაცვა *