• კოსმეტიკის კონსულტანტი - ბათუმი

    შპს "პსპ ფარმა"

  • ლოკაცია:

    ბათუმი

  • გამოქვეყნდა:

    18 ივნისი 2026

  • ბოლო ვადა:

    18 ივლისი 2026

  • შემოუერთდი PSP ფარმას გუნდს კოსმეტიკის კონსულტანტის პოზიციაზე

     

    „PSP Pharma“ არის პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანია ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტით. 1994 წლიდან კომპანია უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას. დღეს PSP წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სააფთიაქო ქსელს საქართველოში — 350-ზე მეტი ობიექტით და მილიონობით მომხმარებლით.

    2006 წლიდან PSP აკადემია უზრუნველყოფს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სისტემატურ ტრენინგებს, რაც თანამშრომლებს აძლევს შესაძლებლობას განივითარონ ცოდნა, გაიუმჯობესონ უნარები და განვითარდნენ კარიერულად.

     

    ,,PSP Pharma აცხადებს ვაკანსიას კოსმეტიკისკონსულტანტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

     

    რატომ PSP ფარმა?

     

    PSP-ში ფარმაცევტები არიან პაციენტების სანდო პარტნიორები. თითოეული სამუშაო დღე აქ გაძლევს შესაძლებლობას განვითარდე, გაიღრმაო ცოდნა და შეიტანო რეალური ცვლილება ადამიანების ჯანმრთელობაში.

     

    ჩვენ გთავაზობთ:

    • 5 დღიან სამუშაო გრაფიკს, 2 დღე დასვება;
    • ფიქსირებულ ანაზღაურებასა და  ბონუსს;
    • ჯანმრთელობის დაზღვევას;
    • თანამშრომლებისთვის განსაზღვრულ ფასდაკლებას;
    • ტრანსპორტირების ხარჯების დაფინანსებას;
    • პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს
    • საერთაშორისო ბრენდების ტრენინგებსა და კონფერენციებში მონაწილეობის შესაძლებლობას, რომელიც მოიცავს კანის მოვლის თანამედროვე მეთოდებსა და გაყიდვების ტექნიკების სრულყოფას.

     

     

     

     

    ძირითადი პასუხისმგებლობები:

    • მომხმარებლის პროფესიული კონსულტაცია;
    • კოსმეტიკური პროდუქციის რეალიზაცია;
    • პროდუქციის სწორად განთავსება;
    • შიდა პროცესებსა და პროდუქციის აღწერაში მონაწილეობა;
    • პროფესიული ცოდნის მუდმივი განახლება (ტრენინგები, ტესტირება).

     

     

    კოსმეტიკის კონსულტანტისთვის მნიშვნელოვანია:

    • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
    • სასურველია მუშაობის გამოცდილება კონსულტანტის პოზიციაზე;
    • სასურველია რუსული ან ინგლისური ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა.

     

    პიროვნული უნარები:

    • ეფექტური კომუნიკაცია და მომხმარებელზე ორიენტაცია;
    • სისწრაფე და ოპერატიულობა;
    • ყურადღება დეტალების მიმართ;
    • თავაზიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
    • გუნდური მუშაობის უნარი.

     

     

    დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ განაცხადის ფორმა, ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV და მიუთითოთ კონკრეტული რეგიონი. განაცხადის დასასრულებლად დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“. რეზიუმეების მიღება სრულდება 17 ივლისს, 2026.

ზოგადი ინფორმაცია

განათლება

სასურველი ლოკაცია

დაბადების თარიღი

CV ატვირთვა

Drag and drop a file here or click

Ooops, something wrong appended.

    Drag and drop or click to replace

    პირადი ინფორმაციის დაცვა *