• ფსიქოლოგი

    შპს "პსპ ფარმა"

  • ლოკაცია:

    თბილისი

  • გამოქვეყნდა:

    30 ივნისი 2026

  • ბოლო ვადა:

    08 ივლისი 2026

  • შემოუერთდი PSP ფარმას გუნდს ფსიქოლოგის პოზიციაზე სერვისის განვითარების მიმართულებით

     

    „PSP Pharma“ არის პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანია ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტით. 1994 წლიდან კომპანია უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას. დღეს PSP წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სააფთიაქო ქსელს საქართველოში — 350-ზე მეტი ობიექტით და მილიონობით მომხმარებლით.

    2006 წლიდან PSP აკადემია უზრუნველყოფს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სისტემატურ ტრენინგებს, რაც თანამშრომლებს აძლევს შესაძლებლობას განივითარონ ცოდნა, გაიუმჯობესონ უნარები და განვითარდნენ კარიერულად.

     

    ,,PSP Pharma აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის პოზიციაზე  სერვისის განვითარების მიმართულებით ქალაქ თბილისში.

     

    რატომ PSP ფარმა?

    PSP-ში თითოეული სამუშაო დღე  გაძლევს შესაძლებლობას განვითარდე, გაიღრმაო ცოდნა და შეიტანო რეალური ცვლილება ადამიანების ჯანმრთელობაში.

     

    ჩვენ გთავაზობთ:

    • 5 დღიან სამუშაო გრაფიკს, 2 დღე დასვება;
    • ფიქსირებულ ანაზღაურებას;
    • ჯანმრთელობის დაზღვევას;
    • თანამშრომლებისთვის განსაზღვრულ ფასდაკლებას;
    • პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.

     

    ძირითადი პასუხისმგებლობები:

    • აფთიაქებში მომსახურების სტანდარტების დანერგვის მიზნით პერსონალის მომსახურების მონიტორინგი;
    • მონიტორინგის შედეგების კომპიუტერულ პროგრამაში ასახვა;
    • მონიტორინგის შედეგებზე დაყრდონით მომსახურების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშვება;
    • თანამშრომელთან უკუკავშირი და სიღრმისეული ინტერვიუს ჩატარება;
    • მომსახურების სტანდარტების სრულყოფაში მონაწილეობის მიღება;
    • მომსახურების ობიექტის ანალიზი სერვისის კუთხით.

     

    ფსიქოლოგის პოზიციაზე მნიშვნელოვანია:

    • უმაღლესი განათლება – სასურველია  ფსიქოლოგიის მიმართულებით;
    • სასურველია სერვისის ან სერვისის მონიტორინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

    უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:       

    •  ობიექტურობა/მიუკერძოებლობა;
    • კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით მუშაობის უნარი;
    • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
    • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
    • დადგენილ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი;

ზოგადი ინფორმაცია

e-mail

CV ატვირთვა

Drag and drop a file here or click

Ooops, something wrong appended.

    Drag and drop or click to replace

    პირადი ინფორმაციის დაცვა *