• ფინანსური ანალიტიკოსი

    შპს "პსპ ფარმა"

  • ლოკაცია:

    თბილისი

  • გამოქვეყნდა:

    08 სექტემბერი 2026

  • ბოლო ვადა:

    22 სექტემბერი 2026

  • შემოუერთდი  GMP-სა და PSP-ს გუნდს ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე!

    „PSP Pharma“ არის პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანია ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტით. 1994 წლიდან კომპანია უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას. დღეს PSP წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სააფთიაქო ქსელს საქართველოში — 350-ზე მეტი ობიექტით და მილიონობით მომხმარებლით.

    “GM Pharmaceuticals” წარმოადგენს 25 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები იწარმოება როგორც საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ მაღალტექნოლოგიურ საწარმოში, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნების (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) ქარხნებში.

     

    “GM Pharma” და “PSP Pharma  აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის  პოზიციაზე ქალაქ თბილისში.


     

    ჩვენ გთავაზობთ:

    • 5 დღიან სამუშაო გრაფიკს, 2 დღე დასვება;
    • ჯანმრთელობის დაზღვევას;
    • თანამშრომლებისთვის განსაზღვრულ ფასდაკლებას;
    • პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.

     

    ლოკაცია:

    • თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი
    • თბილისი, ქვემო ფონიჭალა

    ძირითადი პასუხისმგებლობები:

    • კომპანიის ფინანსური შედეგების ყოველთვიური და პერიოდული ანალიზი, ფაქტობრივი შედეგების ბიუჯეტთან, გეგმებთან და წინა პერიოდებთან შედარება, გადახრების (Variance Analysis) მიზეზების იდენტიფიცირება;
    • წლიური ბიუჯეტის, ფინანსური გეგმებისა და პროგნოზების (Forecast) მომზადებაში მონაწილეობა/კოორდინაცია, მათი შესრულების მონიტორინგი და ფაქტობრივ შედეგებთან შედარებითი ანალიზის განხორციელება;
    • ფინანსური და საოპერაციო ტენდენციების ანალიზი, სამომავლო შედეგების პროგნოზირება;
    • ფინანსური მოდელების, პროგნოზირების ინსტრუმენტებისა და ანალიტიკური მოდელების შექმნა და განვითარება ბიზნესის სხვადასხვა სცენარის, მომგებიანობისა და მომავალი ფინანსური შედეგების შესაფასებლად;
    • კომპანიის შემოსავლების, ხარჯების, მოგების, რენტაბელობისა და ფულადი ნაკადების რეგულარული მონიტორინგი და ანალიზი;
    • ფინანსური კოეფიციენტებისა და ძირითადი ფინანსური და საოპერაციო მაჩვენებლების (KPIs) გაანგარიშება და ანალიზი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის, ეფექტიანობისა და რენტაბელობის შეფასებისა და კონტროლის მიზნით;
    • ყოველთვიური მმართველობითი და ფინანსური რეპორტინგის მომზადება, მათ შორის ანალიტიკური ანგარიშების, ფინანსური შედეგების მიმოხილვებისა და მენეჯმენტისთვის საჭირო ფინანსური ანალიზის წარმოება;
    • ისტორიული ფინანსური და საოპერაციო შედეგების, ცვალებადობისა და ტენდენციების ანალიზი პროდუქტიულობის, საოპერაციო ეფექტიანობისა და პროდუქტის რენტაბელობის გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით;
    • გაყიდვების, ბიზნეს დეველოპმენტისა და სხვა ბიზნეს ერთეულების მხარდაჭერა მომავალი ბიზნეს აქტივობის, გაყიდვების, შემოსავლებისა და ფინანსური შედეგების პროგნოზირებისა და შეფასების მიმართულებით;
    • ფინანსური ანგარიშგების, მათ შორის ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშების, ანალიზი და კომპანიის ფინანსურ მდგომარეობასა და ბიზნესოპერაციებზე მათი გავლენის შეფასება;
    • ბუღალტერიასთან მჭიდრო თანამშრომლობა ფინანსური მონაცემებისა და ანგარიშგების სიზუსტის, სისრულისა და დროულობის უზრუნველსაყოფად;
    • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან (IFRS) შესაბამისობის კონტროლში მონაწილეობა, ახალი და განახლებული სტანდარტების შეფასება და შესაბამისი ცვლილებების/პროცესების დანერგვის მხარდაჭერა;
    • ყოველწლიური ფინანსური აუდიტის პროცესში მონაწილეობა, აუდიტორებისთვის საჭირო ფინანსური ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მომზადება და აუდიტის პროცესში გამოვლენილი საკითხების მართვაში ჩართულობა;
    • ფინანსური მონაცემების ხარისხის, სისწორისა და შესაბამისობის კონტროლი, ფინანსური ანგარიშგებისა და ანალიტიკური მონაცემების მომზადების პროცესების გაუმჯობესება და ავტომატიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა.

     

    ფინანსური ანალიტიკოსისთვის მნიშვნელოვანია:

    ·        

    • ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (BA, BS) ან ბუღალტერიის/ფინანსების/ეკონომიკის/ სტატისტიკის ბაკალავრის ხარისხი;
    • ACCA – (სასურველია F7)
    • Microsoft Excel-ის სრულყოფილი და მონაცემთა მოთხოვნის/მონაცემთა მართვის ინსტრუმენტების (Access, SQL, Business Objects) ცოდნა;
    • სტანდარტული ბუღალტრული პროცედურების ცოდნა;
    • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
    • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

     

     

    პიროვნული უნარები:

    • ანალიტიკური აზროვნება;
    • მონაცემების დამუშვებისა და ანალიზის უნარი;
    • მოლაპარაკებისა უნარი;
    • შედეგზე ორიენტირებულობა;
    • გუნდური მუშაობის უნარი.

ზოგადი ინფორმაცია

CV ატვირთვა *

Drag and drop a file here or click

Ooops, something wrong appended.

    Drag and drop or click to replace

    პირადი ინფორმაციის დაცვა *