• ბრენდ მენეჯერი

    შპს "პსპ ფარმა"

  • ლოკაცია:

    თბილისი

  • გამოქვეყნდა:

    19 ივნისი 2026

  • ბოლო ვადა:

    03 ივლისი 2026

  • შემოუერთდი PSP ფარმას გუნდს ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე



    „PSP Pharma“ არის პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანია ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტით. 1994 წლიდან კომპანია უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას. დღეს PSP წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სააფთიაქო ქსელს საქართველოში — 350-ზე მეტი ობიექტით და მილიონობით მომხმარებლით.

    2006 წლიდან PSP აკადემია უზრუნველყოფს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სისტემატურ ტრენინგებს, რაც თანამშრომლებს აძლევს შესაძლებლობას განივითარონ ცოდნა, გაიუმჯობესონ უნარები და განვითარდნენ კარიერულად.

     

    ,,PSP Pharma“  აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე კოსმეტიკისა და თავის მოვლის კატეგორიების მიმართულებით ქალაქ თბილისში.

     

    რატომ PSP ფარმა?

    თითოეული სამუშაო დღე PSP-ში გაძლევს შესაძლებლობას განვითარდე, გაიღრმაო ცოდნა და შეიტანო რეალური ცვლილება ადამიანების ჯანმრთელობაში.

     

    ჩვენ გთავაზობთ:

    • 5 დღიან სამუშაო გრაფიკს, 2 დღე დასვება;
    • ფიქსირებულ ანაზღაურებას და  ბონუსი;
    • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
    • თანამშრომლებისთვის განსაზღვრულ ფასდაკლებას;
    • პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს

     

    ძირითადი პასუხისმგებლობები:

    • კომპანიაში არსებული პრიორიტეტული ბრენდების პორტფელის მართვა და განვითარება;
    • პორტფელში არსებული ბრენდის გაყიდვების მაჩვენებლის ზრდა კვირეულ ჭრილში, კონკრეტული აქტივობებისა და ბრენდის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის ხარჯზე;
    • ბრენდის ჭრილში არსებული პროდუქტების ასორტიმენტის გარშემო მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, მართვა და ანალიზი გაყიდვების ზრდის სტიმულირებისათვის
    • ბრენდის საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა
    • ბრენდის ჭრილში არსებული პროდუქტების ასორტიმენტის მატრიცის ფორმირება, მარაგების მართვა, პროდუქციის დეფიციტებისა და ჭარბი მარაგების კონტროლი;
    • ფასწარმოქმნის პროცესის კონტროლი;
    • გაყიდვების სტიმულირებისთვის მარკეტინგული აქტივობების შემუშვება და დანერგვა, შედეგების კონტროლი და შემდგომი ანალიზი;
    • კონკურენტების ანალიზი, ბენჩმარკინგი, ბაზრის ანალიზი;
    • მერჩენდაიზინგის მონიტორინგი;
    • გაყიდვების პროგნოზირება (forecasting) და შესრულების მუდმივი მონიტორინგი.

     

    ბრენდ მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია:

    • უმაღლესი განათლება
    • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
    • კომპიუტერული პროგრამების  ცოდნა (Excel, Power Point);
    • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

     

    პიროვნული უნარები

    • ანალიტიკური აზროვნება;
    • მონაცემების დამუშვებისა და ანალიზის უნარი;
    • მოლაპარაკებისა უნარი;
    • შედეგზე ორიენტირებულობა;
    • გუნდური მუშაობის უნარი.

     

ზოგადი ინფორმაცია

ელ.ფოსტა/ Email

CV ატვირთვა

Drag and drop a file here or click

Ooops, something wrong appended.

    Drag and drop or click to replace

    პირადი ინფორმაციის დაცვა *