• შესყიდვების მენეჯერი

    შპს "პსპ ფარმა"

  • ლოკაცია:

    თბილისი

  • გამოქვეყნდა:

    16 ოქტომბერი 2026

  • ბოლო ვადა:

    30 ოქტომბერი 2026

  • შემოუერთდი PSP Pharma-ს გუნდს შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

     

    „PSP Pharma“ არის პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანია ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტით. 1994 წლიდან კომპანია უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას. დღეს PSP წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სააფთიაქო ქსელს საქართველოში — 350-ზე მეტი ობიექტით და მილიონობით მომხმარებლით.

    2006 წლიდან PSP აკადემია უზრუნველყოფს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სისტემატურ ტრენინგებს, რაც თანამშრომლებს აძლევს შესაძლებლობას განივითარონ ცოდნა, გაიუმჯობესონ უნარები და განვითარდნენ კარიერულად.

     

    ,,PSP Pharma“  აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, ქალაქ თბილისში.

     

    ძირითადი პასუხისმგებლობები:

    ·        შეკვეთების ფორმირება, გაყიდვების გეგმებიდან გამომდინარე; 

    ·        კონტრაქტით შეთანხმებული ფასების მოთხოვნა და კონტროლი; 

    ·        მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება; 

    ·        ნაშთების კონტროლი; 

    ·        საბაჟოსთვის დოკუმენტაციის მომზადება; 

    ·        საფინანსო გეგმის მომზადება; 

    ·        ანალიტიკური ინფორმციის მომზადება/კონტროლი;   
     

     

    შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მნიშვნელოვანია:

    ·        უმაღლესი განათლება,  სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;

    ·        რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

    ·        მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

    ·        MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა, Excel, Power Point; 

     

    პიროვნული უნარები და მახასიათებლები:

    ·        ანალიტიკური მსჯელობის უნარი; 

    ·        შედეგებზე ორიენტირებულობა; 

    ·        მოლაპარაკების წარმართვის უნარი; 

    ·        დროის მართვის უნარი; 

    ·        ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი; 

ზოგადი ინფორმაცია

CV ატვირთვა *

Drag and drop a file here or click

Ooops, something wrong appended.

    Drag and drop or click to replace

    პირადი ინფორმაციის დაცვა *