• ოფისის მენეჯერი

    შპს "პსპ ფარმა"

  • ლოკაცია:

    თბილისი

  • გამოქვეყნდა:

    05 ოქტომბერი 2026

  • ბოლო ვადა:

    19 ოქტომბერი 2026

  • შემოუერთდი PSP ფარმას გუნდს ოფისის მენეჯერის პოზიციაზე

     

    „PSP Pharma“ არის პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანია ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტით. 1994 წლიდან კომპანია უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას. დღეს PSP წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სააფთიაქო ქსელს საქართველოში — 350-ზე მეტი ობიექტით და მილიონობით მომხმარებლით.

    2006 წლიდან PSP აკადემია უზრუნველყოფს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სისტემატურ ტრენინგებს, რაც თანამშრომლებს აძლევს შესაძლებლობას განივითარონ ცოდნა, გაიუმჯობესონ უნარები და განვითარდნენ კარიერულად.

     

    ,,PSP Pharma“  აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე, ქალაქ თბილისში.

     

    ჩვენ გთავაზობთ

     

    ·        5 დღიან სამუშაო გრაფიკს, 2 დღე დასვება;

    ·        ჯანმრთელობის დაზღვევას;

    ·        თანამშრომლებისთვის განსაზღვრულ ფასდაკლებას;

    ·        პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.

     

    ძირითადი პასუხისმგებლობები

    ·        კომპანიაში შემოსულ ვიზიტორებთან დახვედრა და შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება;

    ·        შემომავალ სატელეფონო ზარებზე ოპერატიული პასუხი და მათი მიზნობრივი გადამისამართება;

    ·        მიღებული ინფორმაციის ზუსტი დაფიქსირება და ადრესატებისთვის დროული მიწოდება;

    ·        შემომავალი კორესპონდენციის მიღება, რეგისტრაცია, განაწილება და შესაბამის ადრესატებისთვის გადაცემა;

    ·        ახალი თანამშრომლების მონაცემების რეგისტრაცია სპეციალურ პროგრამაში.

     

    ოფისის მენეჯერის პოზიციაზე მნიშვნელოვანია

    ·        უმაღლესი განათლება;

    ·        მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

    ·        კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა (Excel, Power Point);

    ·        ინგლისური და რუსული ენების საკონუმიკაციო დონეზე ცოდნა.

     

     

    პიროვნული უნარები

    ·        პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

    ·        ეფექტური კომუნიკაციის უნარი (წერითი,ვერბალური);

    ·        ოპერატიულობა და სწრაფი რეაგირების უნარი;

    ·        დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

    ·        დროის ეფექტური მართვის უნარი;

ზოგადი ინფორმაცია

CV ატვირთვა *

Drag and drop a file here or click

Ooops, something wrong appended.

    Drag and drop or click to replace

    პირადი ინფორმაციის დაცვა *