შემოუერთდი PSP ფარმას გუნდს ფარმაცევტის პოზიციაზე
„PSP Pharma“ არის პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანია ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტით. 1994 წლიდან კომპანია უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას. დღეს PSP წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სააფთიაქო ქსელს საქართველოში — 350-ზე მეტი ობიექტით და მილიონობით მომხმარებლით.
2006 წლიდან PSP აკადემია უზრუნველყოფს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სისტემატურ ტრენინგებს, რაც თანამშრომლებს აძლევს შესაძლებლობას განივითარონ ცოდნა, გაიუმჯობესონ უნარები და განვითარდნენ კარიერულად.
,,PSP Pharma“ აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციას სამტრედიაში სპეცკონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციისთვის.
გამოცდილი ფარმაცევტისთვის მნიშვნელოვანია
- ფარმაციის მაგისტრის/პროვიზორის/5 წლიანი ფარმაციის დიპლომი;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- სასურველია რუსული ან ინგლისური ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- 5 დღიან სამუშაო გრაფიკს, 2 დღე დასვება;
- ცოდნაზე დაფუძნებულ ანაზღაურებას, რომელიც განისაზრვრება 700-900 ლარი (ფიქსირებული), დანამატი და ბონუსი;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს;
- საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამას,რომელიც მოიცავს ფარმაცევტული ზუნვისა (Pharmaceutical Care) და GPP-ის (Good Pharmacy Practice) კარგი სააფთაიქო პრატიკის პრინციპებს.
ძირითადი პასუხისმგებლობები
- მომხმარებლის კონსულტაცია ფარმაციის მიმართულებით;
- რეცეპტების ფარმაცევტული შეფასება და კონტროლი;
- მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის სწორად განთავსება;
- შიდა პროცესებსა და პროდუქციის აღწერაში მონაწილეობა;
- პროფესიული ცოდნის მუდმივი განახლება (ტრენინგები, ტესტირება).
პიროვნული უნარები
- ეფექტური კომუნიკაცია და მომხმარებელზე ორიენტაცია;
- სისწრაფე და ოპერატიულობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- თავაზიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.