• ტექნიკური თანაშემწე - ხელვაჩაური

    შპს "პსპ ფარმა"

  • ლოკაცია:

    ბათუმი

  • გამოქვეყნდა:

    19 ივნისი 2026

  • ბოლო ვადა:

    17 ივლისი 2026

  • შემოუერთდი PSP ფარმას გუნდს ტექნიკური თანაშემწის პოზიციაზე

     

    „PSP Pharma“ არის პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანია ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტით. 1994 წლიდან კომპანია უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას. დღეს PSP წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სააფთიაქო ქსელს საქართველოში — 350-ზე მეტი ობიექტით და მილიონობით მომხმარებლით.

    2006 წლიდან PSP აკადემია უზრუნველყოფს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სისტემატურ ტრენინგებს, რაც თანამშრომლებს აძლევს შესაძლებლობას განივითარონ ცოდნა, გაიუმჯობესონ უნარები და განვითარდნენ კარიერულად.

     

    ,,PSP Pharma აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური თანაშემწის პოზიციაზე ქალაქ ხელვაჩაურში.

     

    რატომ PSP ფარმა?

    PSP-ში ფარმაცევტები არიან პაციენტების სანდო პარტნიორები. თითოეული სამუშაო დღე აქ გაძლევს შესაძლებლობას განვითარდე, გაიღრმაო ცოდნა და შეიტანო რეალური ცვლილება ადამიანების ჯანმრთელობაში.

     

    ჩვენ გთავაზობთ:

     

    • 5 დღიან სამუშაო გრაფიკს, 2 დღე დასვება;
    • ფიქსირებულ ანაზღაურებას;
    • ჯანმრთელობის დაზღვევას;
    • თანამშრომლებისთვის განსაზღვრულ ფასდაკლებას;
    • პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.

     

     

    ძირითადი პასუხისმგებლობები

    • მიღებული პარაფარმაცევტული პროდუქტის დასტიკერება;
    • პროდუქციის თაროებზე განთავსება, წინასწარ განსაზღვრული პრინციპების; დაცვით და ფასმაჩვენებლების შესაბამისად;
    • პროდუქციის თაროებისა და პროდუქტის სისუფთავის უზრუნველყოფა;
    • აფთიაქის დარბაზში არსებული პროდუქციის მეთვალყურეობა, მომხმარებლების ნაკადის კონტროლი;
    • შიდა პროცესებსა და პროდუქციის აღწერაში მონაწილეობა.

     

    პიროვნული უნარები

    • სისწრაფე და ოპერატიულობა;
    • ყურადღება დეტალების მიმართ;
    • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
    • გუნდური მუშაობის უნარი.

     

     

    დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ განაცხადის ფორმა, ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV და მიუთითოთ კონკრეტული რეგიონი. განაცხადის დასასრულებლად დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“. რეზიუმეების მიღება სრულდება 17 ივლისს, 2026.

ზოგადი ინფორმაცია

განათლება

სასურველი ლოკაცია

CV ატვირთვა

Drag and drop a file here or click

Ooops, something wrong appended.

    Drag and drop or click to replace

    პირადი ინფორმაციის დაცვა *