შემოუერთდი PSP-ს გუნდს ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე!
„PSP Pharma“ არის პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანია ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტით. 1994 წლიდან კომპანია უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას. დღეს PSP წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სააფთიაქო ქსელს საქართველოში — 350-ზე მეტი ობიექტით და მილიონობით მომხმარებლით.
“PSP Pharma“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.
ლოკაცია:
- თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება
(მმართველობითი ფორმები და ფინანსური ანგარიშგების ფორმები);
- ყოველწლიური ფინანსური აუდიტის პროცესის
გამართვა;
- ფასს სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი
და ახალი სტანდარტების დანერგვა;
- წლიური ბიუჯეტის შედგენა და შემდგომი
ანალიზი; ფაქტიურ მონაცემებთან შედარება და გადახრების იდენტიფიცირება და გამოკლვევა;
- კოეფიციენტების ანალიზი კომპანიის ფინანსური
მდგომარეობის გამოვლენისთვის და კონტროლისთვის;
- ანალიტიკური რეპორტების წარმოება;
ფინანსური ანალიტიკოსისთვის მნიშვნელოვანია:
- ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (BA, BS) ან ბუღალტერიის/ფინანსების/ეკონომიკის/ სტატისტიკის ბაკალავრის ხარისხი;
- ACCA – (სასურველია F7)
- Microsoft Excel-ის სრულყოფილი და მონაცემთა მოთხოვნის/მონაცემთა მართვის ინსტრუმენტების (Access, SQL, Business Objects) ცოდნა;
- სტანდარტული ბუღალტრული პროცედურების ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- მონაცემების დამუშვებისა და ანალიზის უნარი;
- მოლაპარაკებისა უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.