• მერჩენდაიზერი-აჭარა

    შპს "პსპ ფარმა"

  • ლოკაცია:

    ბათუმი

  • გამოქვეყნდა:

    17 ივნისი 2026

  • ბოლო ვადა:

    30 ივნისი 2026

  • შემოუერთდი PSP ფარმას გუნდს მერჩენდაიზერის პოზიციაზე აჭარაში

     

    „PSP Pharma“ არის პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანია ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტით. 1994 წლიდან კომპანია უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას. დღეს PSP წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სააფთიაქო ქსელს საქართველოში — 350-ზე მეტი ობიექტით და მილიონობით მომხმარებლით.

    2006 წლიდან PSP აკადემია უზრუნველყოფს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სისტემატურ ტრენინგებს, რაც თანამშრომლებს აძლევს შესაძლებლობას განივითარონ ცოდნა, გაიუმჯობესონ უნარები და განვითარდნენ კარიერულად.

     

    ,,PSP Pharma აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე  აჭარაში.

     

    რატომ PSP ფარმა?

    PSP-ში თითოეული სამუშაო დღე  გაძლევს შესაძლებლობას განვითარდე, გაიღრმაო ცოდნა და შეიტანო რეალური ცვლილება ადამიანების ჯანმრთელობაში.

     

    ჩვენ გთავაზობთ:

     

    • 5 დღიან სამუშაო გრაფიკს, 2 დღე დასვება;
    • ფიქსირებულ ანაზღაურებას;
    • ჯანმრთელობის დაზღვევას;
    • თანამშრომლებისთვის განსაზღვრულ ფასდაკლებას;
    • პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.

     

    ძირითადი პასუხისმგებლობები:

     

    • სააფთიაქო ქსელში თითოეული აფთიაქის მერჩბუკის შექმნაში მონაწილეობა - აფთიაქებში არსებული სადისპლეო და პრომო ადგილების შესახებ ინფორმაციის მოგროვება, ფოტო რეპორტის შექმნა და საერთო ბაზაში შეყვანა;
    • სააფთიაქო ქსელში თითოეული აფთიაქის სახელმძღვანელოს შექმნაში მონაწილეობა - არსებული თაროების, სადისპლეო ადგილების და პრომო ადგილების შესახებ ინფორმაციის მოგროვება, მონიტორინგი და სახელმძღვანელოში ინფორმაციის განახლება;
    • სააფთიაქო ქსელში არსებული თაროების, სადისპლეო ადგილების,  პრომო ადგილების, POS მასალების და სხვა შიდა და გარე სარეკლამო-საკომუნიკაციო სივრცეების მონიტორინგი;
    • სარეკლამო და POS მასალების მასალის განთავსება და განთავსების მონიტორინგი. აფთიაქში სარეკლამო მასალების არქონის ან არასწორად განლაგების შემთხვევაში, მასალების მიწოდება, განთავსება ან/და განახლება;
    • პლანოგრამების და პროდუქტის განლაგების გეგმების გათვალისწინებით მერჩენდაიზინგის სოფტით მუშაობა - მონიტორინგი, რეპორტინგი და განლაგების კორექცია.
    • აფთიაქების მერჩაუდიტი და დარღვევებზე რეაგირება; ცვლილებების შემთხვევაში პროდუქციის გადალაგება;
    • წინადადებების მომზადება სააფთიაქო ავეჯში დამატებითი თაროებისა და სადისპლეო ადგილების შეტანის შესახებ;
    • ახალ აფთიაქებში ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქციის განთავსება თაროებზე;
    • ახალი პროდუქციის დამატების შემთხვევაში, ადგილის მოძებნა და განთავსება;
    • პორტფელში არსებულ აფთიაქებთან / აფთიაქის მენეჯერებთან ინფორმაციის მიმოცვლა მიმდინარე აქტივობების, განლაგებების, ცვლილებების და სხვა მერჩენდაიზინგთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

     

    მერჩენდაიზერისთვის მნიშვნელოვანია:

    ·        უმაღლესი  განათლება

    ·        მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

    ·        ინგლისური ენის ცოდნა (A2-B1)

    ·        საოფისე პროგრამების ცოდნა;

    ·        საკუთარი ავტომობილი და მართვის მოწმობა (B კატეგორია)

     

    უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:         

    ·        პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

    ·        ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

    ·        გუნდური მუშაობის უნარი;

    ·        დეტალებზე ორიენტირებულობა;


ზოგადი ინფორმაცია

განათლება

CV ატვირთვა

Drag and drop a file here or click

Ooops, something wrong appended.

    Drag and drop or click to replace

    პირადი ინფორმაციის დაცვა *