• რევიზორი

    შპს "პსპ ფარმა"

  • ლოკაცია:

    თბილისი

  • გამოქვეყნდა:

    17 ივნისი 2026

  • ბოლო ვადა:

    17 ივლისი 2026

  • შემოუერთდი PSP ფარმას გუნდს რევიზორის პოზიციაზე

    „PSP Pharma“ არის პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანია ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტით. 1994 წლიდან კომპანია უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას. დღეს PSP წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სააფთიაქო ქსელს საქართველოში — 350-ზე მეტი ობიექტით და მილიონობით მომხმარებლით.

    2006 წლიდან PSP აკადემია უზრუნველყოფს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სისტემატურ ტრენინგებს, რაც თანამშრომლებს აძლევს შესაძლებლობას განივითარონ ცოდნა, გაიუმჯობესონ უნარები და განვითარდნენ კარიერულად.

    ”PSP Pharma“აცხადებს ვაკანსიას რევიზიისა და კონტროლის სამსახურის რევიზორის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

    რატომ PSP ფარმა?

    PSP-ში ფარმაცევტები არიან პაციენტების სანდო პარტნიორები. თითოეული სამუშაო დღე აქ გაძლევს შესაძლებლობას განვითარდე, გაიღრმაო ცოდნა და შეიტანო რეალური ცვლილება ადამიანების ჯანმრთელობაში.

    ჩვენ გთავაზობთ 

    • 5 დღიან სამუშაო გრაფიკს, 2 დღე დასვება;
    • ცოდნაზე დაფუძნებულ ანაზღაურებას;
    • ჯანმრთელობის დაზღვევას;
    • თანამშრომლებისთვის განსაზღვრულ ფასდაკლებას;
    • პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.


    ძირითადი პასუხისმგებლობები

    „პსპ ფარმას“ აფთიაქების ქსელსა და საწყობებში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შერჩევითი და სრული ინვენტარიზაციის განხორციელება, პროცესებისა და შესაბამისი ოპერაციული საკითხების კონტროლი.

     

    რევიზორისთვის მნიშვნელოვანია

    • უმაღლესი განათლება ეკონომიკური ან ტექნიკური მიმართულებით;
    • საოფისე პროგრამების ცოდნა;
    • მართვის მოწმობა (B კატეგორია)

      პიროვნული უნარები:

      • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
      • სისწრაფე და ოპერატიულობა;
      • ყურადღება დეტალების მიმართ;
      • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
      •  გუნდური მუშაობის უნარი.

    ზოგადი ინფორმაცია

    განათლება

    სამუშაო გამოცდილება

    CV ატვირთვა

    Drag and drop a file here or click

    Ooops, something wrong appended.

      Drag and drop or click to replace

      პირადი ინფორმაციის დაცვა *