• ფარმაცევტის თანაშემწე - თბილისი

    შპს "პსპ ფარმა"

  • ლოკაცია:

    თბილისი

  • გამოქვეყნდა:

    17 ივნისი 2026

  • ბოლო ვადა:

    17 ივლისი 2026

  • შემოუერთდი PSP ფარმას გუნდს ფარმაცევტის თანაშემწის პოზიციაზე

    „PSP Pharma“ არის პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანია ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტით. 1994 წლიდან კომპანია უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას. დღეს PSP წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სააფთიაქო ქსელს საქართველოში — 350-ზე მეტი ობიექტით და მილიონობით მომხმარებლით.

    2006 წლიდან PSP აკადემია უზრუნველყოფს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სისტემატურ ტრენინგებს, რაც თანამშრომლებს აძლევს შესაძლებლობას განივითარონ ცოდნა, გაიუმჯობესონ უნარები და განვითარდნენ კარიერულად.

    რატომ PSP ფარმა?

    PSP-ში ფარმაცევტები არიან პაციენტების სანდო პარტნიორები. თითოეული სამუშაო დღე აქ გაძლევს შესაძლებლობას განვითარდე, გაიღრმაო ცოდნა და შეიტანო რეალური ცვლილება ადამიანების ჯანმრთელობაში.


    ჩვენ გთავაზობთ:

     

    • 5 დღიან სამუშაო გრაფიკს, 2 დღე დასვება;
    • ფიქსირებულ ანაზღაურებას;
    • ჯანმრთელობის დაზღვევას;
    • ტრანსპორტირების ხარჯების დაფინანსებას;
    • თანამშრომლებისთვის განსაზღვრულ ფასდაკლებას;
    • თანამშრომლებისთვის განსაზღვრულ ფასდაკლებას;
    • პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს;
    • საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამას, რომელიც მოიცავს ფარმაცევტული ზუნვისა (Pharmaceutical Care) და GPP-ის (Good Pharmacy Practice) კარგი სააფთიაქო პრატიკის პრინციპებს.


    ძირითადი პასუხისმგებლობები

    • სააფთიაქო პროდუქციის მიღება  და განლაგება მათთვის განკუთვნილ ადგილას,შენახვის პირობების გათვალისწინებით;
    • გამოწერილი ფაქტურის მიხედვით  სააფთიაქო პროდუქციის   სწორად შერჩევა, შეგროვება და ფარმაცევტისთვის მიწოდება;
    • პროდუქციის შიდა აღწერებში მონაწილეობა;
    • პროფესიული ცოდნის მუდმივი განახლება (ტრენინგები, ტესტირება).


    ფარმაცევტის თანაშემწისთვის მნიშვნელოვანია

    • ფარმაცევტული ან სამედიცინო განათლება;
    • სასურველია ფარმაცევტის თანაშემწედ მუშაობის გამოცდილება;
    • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
    • სასურველია რუსული ან ინგლისური ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა. 


    პიროვნული უნარები

    • ეფექტური კომუნიკაცია და მომხმარებელზე ორიენტაცია;
    • სისწრაფე და ოპერატიულობა;
    • ყურადღება დეტალების მიმართ;
    • თავაზიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
    • გუნდური მუშაობის უნარი.

     


     

     

ზოგადი ინფორმაცია

განათლება

სასურველი ლოკაცია

CV ატვირთვა

Drag and drop a file here or click

Ooops, something wrong appended.

    Drag and drop or click to replace

    პირადი ინფორმაციის დაცვა *