შემოუერთდი PSP ფარმას გუნდს ბრენდ
მენეჯერის პოზიციაზე
„PSP Pharma“ არის პირველი
ქართული ფარმაცევტული კომპანია ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტით. 1994 წლიდან
კომპანია უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის
ხელმისაწვდომობას. დღეს PSP წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სააფთიაქო ქსელს საქართველოში
— 350-ზე მეტი ობიექტით და მილიონობით მომხმარებლით.
2006 წლიდან PSP აკადემია უზრუნველყოფს
თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სისტემატურ ტრენინგებს, რაც თანამშრომლებს
აძლევს შესაძლებლობას განივითარონ ცოდნა, გაიუმჯობესონ უნარები და განვითარდნენ კარიერულად.
,,PSP Pharma“ აცხადებს
ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე სამედიცინო
ტექნიკის მიმართულებით ქალაქ თბილისში.
ჩვენ გთავაზობთ:
- 5 დღიან სამუშაო გრაფიკს, 2 დღე დასვება;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას და ბონუსი;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- თანამშრომლებისთვის განსაზღვრულ ფასდაკლებას;
- პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- კომპანიაში არსებული პრიორიტეტული ბრენდების პორტფელის
მართვა და განვითარება;
- პორტფელში არსებული ბრენდის გაყიდვების მაჩვენებლის
ზრდა კვირეულ ჭრილში, კონკრეტული აქტივობებისა & ბრენდის მომხმარებელთა რაოდენობის
ზრდის ხარჯზე;
- ბრენდის ჭრილში არსებული პროდუქტების ასორტიმენტის
გარშემო მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, მართვა და ანალიზი გაყიდვების ზრდის
სტიმულირებისათვის;
- ბრენდის საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება და
დანერგვა;
- ბრენდის ჭრილში არსებული პროდუქტების ასორტიმენტის
მატრიცის ფორმირება, მარაგების მართვა, პროდუქციის დეფიციტებისა და ჭარბი მარაგების
კონტროლი;
- ფასწარმოქმნის პროცესის კონტროლი;
- გაყიდვების სტიმულირებისთვის მარკეტინგული აქტივობების
შემუშვება და დანერგვა, შედეგების კონტროლი და შემდგომი ანალიზი;
- კონკურენტების ანალიზი, ბენჩმარკინგი, ბაზრის ანალიზი;
- მერჩენდაიზინგის მონიტორინგი;
- გაყიდვების პროგნოზირება (forecasting) და შესრულების
მუდმივი მონიტორინგი.
ბრენდ მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია:
- უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით,
- სასურველია ფარმაცევტულ სექტორში მუშობის გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (Excel,
Power Point);
- ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული უნარები
- ანალიტიკური აზროვნება;
- მონაცემების დამუშვებისა და ანალიზის უნარი;
- მოლაპარაკებისა უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.