• ელექტრიკოსი

    შპს "პსპ ფარმა"

  • ლოკაცია:

    თბილისი

  • გამოქვეყნდა:

    18 ნოემბერი 2026

  • ბოლო ვადა:

    30 ნოემბერი 2026

  • შემოუერთდი PSP ფარმას გუნდს ელექტრიკოსის პოზიციაზე

     

    „PSP Pharma“ არის პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანია ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტით. 1994 წლიდან კომპანია უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას. დღეს PSP წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სააფთიაქო ქსელს საქართველოში — 350-ზე მეტი ობიექტით და მილიონობით მომხმარებლით.

    2006 წლიდან PSP აკადემია უზრუნველყოფს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სისტემატურ ტრენინგებს, რაც თანამშრომლებს აძლევს შესაძლებლობას განივითარონ ცოდნა, გაიუმჯობესონ უნარები და განვითარდნენ კარიერულად.

     

    ,,PSP Pharma“  აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის  პოზიციაზე  ქალაქ თბილისში.

     

     

    ჩვენ გთავაზობთ:

    • 5 დღიან სამუშაო გრაფიკს, 2 დღე დასვება;
    • ჯანმრთელობის დაზღვევას;
    • თანამშრომლებისთვის განსაზღვრულ ფასდაკლებას;
    • პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.

     

    ძირითადი პასუხისმგებლობები:

    • სააფთიაქო ქსელში  არსებული ელ-გაყვანილობების შეცვლა-მონტაჟი;  
    • ტექნიკური დანადგარების გამართული ელ. მომარაგების კონტროლი და გაუმართაობის შემთხვევაში შეკეთება; 
    • სანათი მოწყობილობის სათადარიგო ნაწილების შეცვლა და ახალი ტიპის დანადგარების აპრობირება/მონტაჟი; 
    • გენერატორების   და უწყვეტი კვების წყაროების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა. 
    • ობიექტების გარე განათების, ლოგოს და რეკლამების ამუშავება-შეკეთება 

     

    ელექტრიკოსის პოზიციაზე მნიშვნელოვანია:

    • B კატეგორიის მართვის მოწმობა  
    • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.  
    • უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით 

     

    პიროვნული უნარები

    • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
    • ორგანიზებულობა; 
    • ოპერატიულობა 
    • აკურატულობა.  

ზოგადი ინფორმაცია

CV ატვირთვა (არასავალდებულო)

Drag and drop a file here or click

Ooops, something wrong appended.

    Drag and drop or click to replace

    პირადი ინფორმაციის დაცვა *