• ავტობუსის მძღოლი

    შპს "პსპ ფარმა"

  • ლოკაცია:

    თბილისი

  • გამოქვეყნდა:

    17 ივნისი 2026

  • ბოლო ვადა:

    17 ივლისი 2026

  • შემოუერთდი PSP ფარმას გუნდს ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე, რომლის ძირითადი მოვალეობაა თანამშრომლების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა დანიშნულების ადგილიდან ოფისამდე.

     

    „PSP Pharma“ არის პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანია ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტით. 1994 წლიდან კომპანია უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას. დღეს PSP წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სააფთიაქო ქსელს საქართველოში — 350-ზე მეტი ობიექტით და მილიონობით მომხმარებლით.

    2006 წლიდან PSP აკადემია უზრუნველყოფს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სისტემატურ ტრენინგებს, რაც თანამშრომლებს აძლევს შესაძლებლობას განივითარონ ცოდნა, გაიუმჯობესონ უნარები და განვითარდნენ კარიერულად.

     

    ,,PSP Pharma აცხადებს ვაკანსიას ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე ქალაქ თბილისში, ლილოს დასახლება.

     

    რატომ PSP ფარმა?

    PSP-ში ფარმაცევტები არიან პაციენტების სანდო პარტნიორები. თითოეული სამუშაო დღე აქ გაძლევს შესაძლებლობას განვითარდე, გაიღრმაო ცოდნა და შეიტანო რეალური ცვლილება ადამიანების ჯანმრთელობაში.

     

    ჩვენ გთავაზობთ:

    • ფიქსირებულ ანაზღაურებას,რომელიც განსაზღვრულია 900 ლარით;
    • ჯანმრთელობის დაზღვევას;
    • თანამშრომლებისთვის განსაზღვრულ ფასდაკლებას;
    • კომპანიის მიერ უზრუნველყოფილ ტრანსპორტირებას.

     

     

    სამუშაო გრაფიკი:

    ·        ორშაბათი - პარასკევი: 08:00 – 18:00;

    ·        თვეში 12 სამუშაო დღე, გრაფიკი განისაზღვრება ცვლების მიხედვით.

     

    ძირითადი პასუხისმგებლობები:

    • თანამშრომლების გადაყვანა მეტრო სამგორიდან ლილოს ტერმინალამდე და პირიქით;
    • კომპანიის საჭიროებების შესაბამისად მძღოლის მოვალეობების შესრულება.

     

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ·        მართვის მოწმობა - D კატეგორია;

    ·        მძღოლად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება.

     

    პიროვნული უნარები:

    • ეფექტური კომუნიკაცია;
    • დეტალებზე ორიენტირებულობა;
    • პუნქტუალობა;
    • თავაზიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

     

     

    დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ განაცხადის ფორმა, ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV და მიუთითოთ კონკრეტული რეგიონი. განაცხადის დასასრულებლად დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“. რეზიუმეების მიღება სრულდება 17 ივლისს, 2026.

ზოგადი ინფორმაცია

განათლება

მართვის მოწმობა

დაბადების თარიღი

CV ატვირთვა

Drag and drop a file here or click

Ooops, something wrong appended.

    Drag and drop or click to replace

    პირადი ინფორმაციის დაცვა *