• სოციალური მედიის ედვერთაიზერი

    შპს "პსპ ფარმა"

  • ლოკაცია:

    თბილისი

  • გამოქვეყნდა:

    09 ნოემბერი 2026

  • ბოლო ვადა:

    23 ნოემბერი 2026

  • შემოუერთდი PSP ფარმას გუნდს სოციალური მედიის ედვერთაიზერის პოზიციაზე

     

     „PSP Pharma“ არის პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანია ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტით. 1994 წლიდან კომპანია უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას. დღეს PSP წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სააფთიაქო ქსელს საქართველოში — 350-ზე მეტი ობიექტით და მილიონობით მომხმარებლით.

    2006 წლიდან PSP აკადემია უზრუნველყოფს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სისტემატურ ტრენინგებს, რაც თანამშრომლებს აძლევს შესაძლებლობას განივითარონ ცოდნა, გაიუმჯობესონ უნარები და განვითარდნენ კარიერულად.

     

    ,,PSP Pharma“  აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის ედვერთაიზერის პოზიციაზე, თბილისში.

     

     

    ძირითადი პასუხისმგებლობები:

     

    • სოციალური მედიის სარეკლამო სტრატეგიის შემუშავება, სოციალური მედიის გუნდთან ერთად და მისი განხორციელება Meta-ს პლატფორმებზე;
    • Meta პლატფორმებზე (Facebook Ads Manager / Instagram Ads Manager) კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია;
    • სამიზნე აუდიტორიების კვლევა, სეგმენტაცია, ტესტირება (მაგ. A/B ტესტები) და საუკეთესო შედეგების მიღება;
    • რეკლამების ტიპების მართვა (Engagement, Awareness, Traffic, სხვ.);
    • კამპანიების ბიუჯეტის მართვა;
    • კამპანიების მონიტორინგი, ეფექტიანობის გაზრდა ROI-ის გასაუმჯობესებლად;
    • კონკურენტული გარემოს და ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი;
    • თვის ჭრილში შესრულებული სამუშაოების რეპორტინგი (reach, impressions, engagement, CTR, CPC და სხვა მაჩვენებლები) - ანგარიშების მომზადება და რეკომენდაციების გაცემა შემდეგი კამპანიებისთვის;
    • დიზაინერებთან და კონტენტ-კრეატორებთან თანამშრომლობა ვიზუალებისა და ტექსტების ეფექტურად შექმნისთვის - სარეკლამო კამპანიებისთვის მნიშვნელოვანი პრინციპების გათვალისწინება;
    • Meta-ს სარეკლამო პოლიტიკის დაცვა და კამპანიების განხორციელება პოლიტიკასთან შესაბამისად;
    • Google Analytics-ის გამოყენება კამპანიების შედეგების ანალიზისა და ოპტიმიზაციისთვის;
    • მარკეტინგულ ღონისძიებებში/აქტივობებში  ჩართულობა;
    • სფეროში მიმდინარე აქტუალური საკითხების საქმის კურსში ყოფნა და დროული რეაგირება.

     

     

    სოციალური მედიის ედვერთაიზერისთვის  მნიშვნელოვანია:

     

    • სარეკლამო პლატფორმების (Meta Ads Manager) მაღალ დონეზე ცოდნა;
    • ციფრული მარკეტინგის პრინციპების და სტრატეგიების ცოდნა;
    • ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების ფლობა;
    • ციფრული სარეკლამო კამპანიების მართვის ცოდნა;
    • Google Analytics-ის მუშაობის უნარი;
    • Excel/Google Sheets-ში მუშაობის უნარი;

     

     

    უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:         

     

    • სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
    • დედლაინებისა და დროის მართვის უნარი;
    • სისწრაფე და დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
    • პრობლემების გადაჭრის უნარი;
    • კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;
    • მონაცემთა ანალიზის და ინტერპრეტაციის უნარი;

     

ზოგადი ინფორმაცია

CV ატვირთვა *

Drag and drop a file here or click

Ooops, something wrong appended.

    Drag and drop or click to replace

    პირადი ინფორმაციის დაცვა *